საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო კონფერენცია „ემიგრაცია და ლიტერატურული დისკურსი“

2025 წლის 29–30 სექტემბერი
თბილისი, საქართველო

კონფერენციის ორგანიზატორი:
შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი
კონფერენციის თანაორგანიზატორები:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია (GCLA)

გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაში –
ემიგრაცია და ლიტერატურული დისკურსი
მონაწილეობის მისაღებად.

 

კონფერენციის სექციები:

  • 1920–30-იანი წლების ქართველი ემიგრანტების ლიტერატურული მემკვიდრეობა – ისტორიული და თეორიული ანალიზი
  • სექციის თავმჯდომარე: პროფესორი ირმა რატიანი
  • ენისა და იდენტობის პრობლემები ემიგრანტი მწერლების შემოქმედებაში
  • სექციის თავმჯდომარეები: პროფესორი თინათინ ბოლქვაძე, პროფესორი კარინა ვამლინგი (შვედეთი)
  • მე-20 საუკუნის ქართული ემიგრაციის არქივები
  • სექციის თავმჯდომარეები: პროფესორი ალექსანდრ სტროევი (საფრანგეთი), ფ. დ. თათია ობოლაძე
  • 1920-30-იანი წლების ქართული ემიგრაციის კულტურული გარემო (ლიტერატურა, ფილოსოფია, ფერწერა, მუსიკა და სხვ.)
  • სექციის თავმჯდომარე: ფ. დ. ირინე მოდებაძე, ფ. დ. გია არგანაშვილი
  • კავკასიური ემიგრაცია ევროპაში 1920-30-იან წლებში
  • სექციის თავმჯდომარეები: პროფესორი გაგა ლომიძე, პროფესორი რაჰილა გეიბულაევა (აზერბაიჯანი)
  • ემიგრანტი მწერლები და კულტურულ-ლიტერატურული კავშირები სხვადასხვა ეპოქათა კონტექსტში (მათ შორის, თანამედროვე)
  • სექციის თავმჯდომარე: ფ. მ. დ. დარეჯან მენაბდე, ფ.დ. მირანდა ტყეშელაშვილი
  • მიხაკო წერეთლის მოღვაწეობა ემიგრაციაში.
  • სექციის თავმჯდომარეები: ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი, ასოც. პროფესორი ნინო სამსონია.

 

კონფერენციის საზეიმო გახსნა გაიმართება 29 სექტემბერს, 11 საათზე.
კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური.

გთხოვთ, გამოგზავნოთ თეზისები ქართულ და ინგლისურ ენებზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: rustaveliconference@gmail.com

თეზისები მიიღება 2025 წლის 25 ივნისამდე.
(ყურადღება მიაქციეთ ინგლისური ტექსტის ხარისხს!)

თეზისების მოცულობა – 250 სიტყვა. ორივე ენაზე შრიფტი – Sylfaen. შრიფტის ზომა – 10, ინტერვალი – 1. თეზისს დაურთეთ 5 საკვანძო სიტყვა და თქვენი აფილაცია.

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი ანონიმური რეცენზირებით შეარჩევს მოხსენებებს.
რეცენზირების შედეგებს გაცნობებთ 2025 წლის 5 ივლისს.

შერჩეული მონაწილეებისათვის დაწესებულია სარეგისტრაციო გადასახადი:

ქართველი მეცნიერებისათვის:

• მოხსენებით გამომსვლელთათვის – 120 ლარი;
• თანაავტორობით გამომსვლელთათვის (ორი თანაავტორი) – 160 ლარი;
• შედარებითი ლიტერატურის ქართული ასოციაციის (GCLA) მოქმედი წევრებისთვის – 80 ლარი;
• სტუდენტებისათვის (მაგისტრანტი, დოქტორანტი) – 80 ლარი;

სარეგისტრაციო გადასახადი მოიცავს:

• კონფერენციის გახსნის საზეიმო ცერემონიალს;
• ყავა/ჩაის შესვენებებს კონფერენციის დღეებში;
• კონფერენციის პროგრამის, თეზისებისა და მასალების ელექტრონული გამოცემას, რეგისტრაციას Google Scholars-ში და DOI-ს მინიჭებას.

რჩეული მოხსენებები სტატიებად გამოქვეყნდება საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალში „სჯანი“, რომელიც განთავსებულია CEEOL, VABB–SHW, ERIH PLUS-ის და EBSCO-ს ბაზებში, და მინიჭებული აქვს DOI-ის სარეგისტრაციო ნომერი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტის
ელექტრონულ მისამართზე: rustaveliconference@gmail.com

თარიღი: 01/05/2025